ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლონდონის ჩელსის დამარცხების შემდეგ, ბაიერნი კვიპროსულ პაფოსს ეთამაშება, რომლის მწვრთნელს იმაზე ჰკითხეს თუ როგორ აპირებს საოცარ ფორმაში მყოფი ჰარი კეინის გაჩერებას.
აი, რა უპასუხა მან:
"როდესაც არსენალში ასისტენტად ვმუშაობდი, ტოტენჰემს ხშირად ვხვდებოდით და კეინს საფუძვლიანად ვაკვირდებოდი. დიდი იმედი მაქვს, რომ დავიდ ლუიზი მწყობრში იქნება და შეძლებს, რომ კეინის განეიტრალებაში დაგვეხმაროს, რადგან ჩვენთან სწორედ ისაა ამ გამოცდილების მქონე ფეხბურთელი და კეინთანაც არაერთხელ უთამაშია", - თქვა პაფოსის მწვრთნელმა.