ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ ბაიერნი დუშან ვლაჰოვიჩით იყო დაინტერესებული, რაც ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა:
"ბაიერნი 2026 წელს ახალი თავდამსხმელის მოყვანას ფიქრობს, რის ფონზეც კლუბმა იუვენტუსიდან დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. ამ დროისთვის შეთავაზება გაგზავნილი არაა და არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ინფორმაცია ნამდვილად გამოთხოვილია", - წერს ჟურნალისტი.
ვლაჰოვიჩს იუვენტუსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი უფასოდ წაყვანა ბაიერნთან ერთად კიდევ რამდენიმე კლუბს სურს.