"ყველაზე მეტად მან გამაოცა" - ლუის დიასი გამორჩეულ თანაგუნდელს ასახელებს

"ყველაზე მეტად მან გამაოცა" - ლუის დიასი გამორჩეულ თანაგუნდელს ასახელებს

Bild-თან საუბრისას ლუის დიასმა დაასახელა თანაგუნდელი, რომელმაც კოლუმბიელი ფეხბურთელის გაოცება ბაიერნში ყველაზე მეტად შეძლო:

"ჰარი კეინი! ჩემი ლივერპულში ყოფნისას, კეინი ჯერ კიდევ ტოტენჰემში იყო და ვიცოდი, რომ მას ბევრი გოლი ჰქონდა გატანილი, თუმცა მასთან ერთად ვარჯიშისას დავრწმუნდი, რომ ის გასაოცარი ფეხბურთელია. ის ყველაფერს აკეთებს, გააქვს გოლი, ფორმას სძენს თამაშს და დაცვაშიც ირჯება. მან ჩემი გაოგნება შეძლო და ბედნიერი ვარ, რომ მისი თანაგუნდელი ვარ", - თქვა დიასმა.

დიასიც და კეინიც ახალ სეზონს მშვენივრად იწყებენ. თუ ჰარის გოლი გოლზე გააქვს, ლუისს 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, რის ხარჯზეც კოლუმბიელი საგოლე მოქმედებებში ბაიერნის რიგით მესამე ფეხბურთელია.


29-09-2025, 22:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2