ვენსან კომპანის პრესკონფერენცია პაფოსის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ:
"ხვალინდელი თამაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ჰგავს, რადგან ეთამაშები ისეთ მეტოქეს, რომელსაც ხშირად ვერ ხვდები და მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება გიწევს. ვფიქრობ, ხვალინდელ თამაშში დიდ როლს ითამაშებს ემოციების ფაქტორი. ისინი ეცდებიან, რომ თამაშში დიდ ხანს დარჩნენ. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ბოლოში მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს", - ამბობს კომპანი.
ხვალინდელი თამაში 23:00 საათზე არის ჩანიშნული.