როფორ აფასებენ ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები კომპანის შედეგებს

როფორ აფასებენ ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები კომპანის შედეგებს

ვენსან კომპანი ბაიერნთან ერთად მეორე სეზონს შესანიშნავად იწყებს. ბუნდესლიგის მოგების შემდეგ ბაიერნი კიდევ უფრო ძლიერად და დამაჯერებლად გამოიყურება, რის გამოც რეკორდმაისტერისგან წარმატებულ ჩემპიონთა ლიგასაც ელიან.

გერმანულ მედიაში წერენ, რომ ამაში ბელგიელ მწვრთნელს დიდი დამსახურება აქვს, რომლისადმი განწყობაც ხელმძღვანელობისგანაც და ფეხბურთელებისგანაც ძალიან დადებითი და პოზიტიურია.

Sport-მა დაწერა, რომ კომპანი შესანიშნავად აბალანსებს გუნდში მკაცრ და მეგობრულ გარემოს. როგორც წერენ, ის ფეხბურთელებისადმი ძალიან მომთხოვნი და პირდაპირია, თუმცა, ამავდროულად, მისგან პიროვნული წყენა და მსგავსი რამ არავის ახსოვს.

ბაიერნის ბოსებს მიაჩნიათ, რომ კომპანი ზუსტად ერგება იმ მწვრთნელის პროფილს, რომელსაც ხელმძღვანელობა ბოლო წლებში აქტიურად ეძებდა. კომპანი თავისი ასაკისთვის საკმაოდ თავდაჯერებული და გაწონასწორებული სპეციალისტია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბაიერნი მასთან თანამშრომლობას კიდევ დიდი ხნით გააგრძელებს.


30-09-2025, 16:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2