უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგაში გრანდებიდან ბაიერნზე მძლავრად სეზონი ვერავინ დაიწყო და ცხადია, ამაში დიდია ვენსან კომპანის დამსახურება.
ბელგიელმა მწვრთნელმა პაფოსის წინააღმდეგ გუშინდელი გამარჯვებით მიუნხენის ბაიერნში ლეგენდარული იუპ ჰაინკესის რეკორდი გაიმეორა.
სეზონის სტარტზე 9-დან 9 გამარჯვება ბაიერნს ბოლოს სწორედ 2012/2013 წლებში ჰქონდა, როცა საბოლოოდ გუნდმა ტრებლის მოგებაც მოახერხა!