ბოლოს ვინ დარჩება იდიოტი? - ვოლტემადე ნიუკასლში თავიდანვე მაგრად ათამაშდა

ბოლოს ვინ დარჩება იდიოტი? - ვოლტემადე ნიუკასლში თავიდანვე მაგრად ათამაშდა

კარლ-ჰაინც რუმენიგეს კრიტიკას ყველა ნახავდით, როდესაც მან იდიოტი უწოდა იმ ადამიანს, რომელმაც ნიკ ვოლტემადეს სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო.

ბაიერნს ფეხბურთელის ყიდვა დაახლოებით 60 მილიონ ევროდ უნდოდა, დამატებითი 30 მილიონის გამოჩენის შემთხვევაში კი რუმენიგე ძალიან გაბრაზდა და ნიუკასლის ფინანსურ ბორდში დასაქმებული პირები აუგად მოიხსენია.

მიუხედავად ამისა, ვოლტემადეს ინგლისში ძალიან კარგი სტარტი აქვს. გერმანელმა თავდამსხმელმა ახალ კლუბში ძირითადიდან თამაში 4-ჯერ დაიწყო, საიდანაც მან გოლის გატანა სამჯერ მოახერხა. ანუ, თუ ნიკი მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან იწყებს, მაშინ ის შეხვედრას უგოლოდ პრაქტიკულად არ ტოვებს, რაც მის მიმართ დადებით შეფასებებზეც აისახება.

უკვე წერენ იმის შესახებ, რომ დაზოგილი 30 მილიონი შეიძლება ბაიერნისთვის დიდი სინანულის მიზეზი გახდეს. ცუდი სტარტი არც ნიკო ჯექსონს აქვს, რომელმაც 2 სასტარტოში გოლი და 2 ასისტი მიითვალა, თუმცა ვოლტემადესთან ერთად ბაიერნს სხვა პერსპექტივები ჰქონდა, რომელიც დროის სვალსთან ერთად შესაძლოა კიდევ უფრო მტკინვეულად მოგვეჩვენოს.


2-10-2025, 13:33
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2