ახლახანს Realmadridconfidencial-მა დაწერა იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალი ზაფხულში ბაიერნიდან ჰარი კეინის წაყვანას ეცდება და გამოცემის მტკიცებით, ესპანური გრანდი ამისგან არც ისე შორსაა.
მათი თქმით, კეინმა ბაიერნიდან წასვლის იდეას კარი ღია დაუტოვა მაშინ, როდესაც კონტრაქტის გაფორმებისას გამოსასყიდ თანხად უზარმაზარი თანხა არ მიუთითა.
გარდა ამისა, რეალმა კეინის ყიდვა ჯერ კიდევ მაშინ სცადა, როდესაც კლუბს კარიმ ბენზემა ტოვებდა, თუმცა მაშინ ტოტენჰემმა უპირატესობა ბაიერნის წინადადებას მიანიჭა, ახლა კი რეალი ხელახალ ცდაზე წასვლას აპირებს.
რა მტკიცებულება აქვს გამოცემას იმისა, რომ რეალი კეინის ყიდვასთან ახლოსაა, ეს არ ვიცით, თუმცა, ფაქტია, რომ ჰარის ბაიერნიდან წასვლაზე ბოლო პერიოდში საუბარი არაფრით არ წყდება, ამ გამოცემის ნათქვამი კი ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.