ჟურნალისტი ტობი ალტშაფლი წერს, რომ მიუნხენის ბაიერნი ლეონ გორეცკასთან თანამშრომლობის განახლებას აღარ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბი გორეცკას ძლიერ მენტალიტეტს აფასებს, ხელმძღვანელობას აღარ სურს, რომ ლეონი გუნდში დარჩეს და ამას ორი მიზეზი აქვს.
პირველი ფინანსურია. გორეცკა ბაიერნში 16-17 მილიონ ევროზე თამაშობს და ფინანსურ ბორდს მიაჩნია, რომ ამხელა ხელფასის გადახდა ადეკვატური აღარ იქნება.
მეორე ფეხბურთელის პოზიციის ღრმა შევსებაა. კლუბში ნდობას უცხადებენ პავლოვიჩს და ბიშოფს, შესაბამისად, გორეცკას ადგილი უბრალოდ აღარ რჩება.