მანჩესტერ იუნაიტედმა და მანჩესტერ სიტიმ ალექსანდრ პავლოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ეს უკანასკნელი ამასთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე მისი თანაქალაქელი.
პეპ გვარდიოლას გუნდმა პავლოვიჩის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება უკვე დაიწყო. მეტიც, სიტის წარმომადგენლებს პავლოვიჩთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ და ალექსანდრმა იცის, რომ ინგლისელები მას როდრის გზის გამგრძელებლად მოიაზრებენ.
თავის მხრივ, გერმანულ მედიაში წერენ, რომ საქმეში ბაიერნი ჯერჯერობით არ არის ჩარეული, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საჭირო არც გახდება, რადგან პავლოვიჩი გუნდიდან წასვლას არ აპირებს.
ბაიერნი ლეონ გორეცკასთან არ გეგმავს კონტრაქტის გახანგრძლივებას და პირველ რიგში, ამის მიზეზი სწორედ პავლოვიჩისადმი გაზრდილი ნდობაა. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა გუნდი უახლოეს მომავალში დატოვოს.