დაიოტ უპამეკანო ბაიერნს ხელიდან ეცლება და ეს ფაქტია. ამ დღეებში დაიწერა, რომ ფრანგ მცველს ფინანსური წინადადება უკვე მაგიდაზე აქვს, მაგრამ თანხმობა არსაიდან ისმის, შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ბაიერნი უპამეკანოს მოთხოვნებს არ/ვერ აკმაყოფილებს.
თავის მხრივ, ფაქტი, რომ უპამეკანო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, სისხლზე დაგეშილ ზვიგენებად აქცევს მადრიდის რეალს და ბარსელონას, რომლებიც მიმდინარე სეზონის ბოლოს დაიოტის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებენ.
ამ ორიდან უფრო აქტიური ბარსელონაა, სადაც ჰანსი ფლიკმა პირადად მოითხოვა უპამეკანოს ტრანსფერზე მუშაობის დაწყება, რადგან მიაჩნია, რომ მისი სათამაშო სტილი და ხარისხი ესპანური კლუბის გეგმებს იდეალურად მოერგება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უპამეკანო 20-მილიონიან ხელფასს ითხოვს, რის შესრულებასაც ბაიერნისგან ამ მომენტისთვის არც არავინ ელის.