სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბუნდესლიგის შეხვედრა აინტრახტსა და ბაიერნს შორის, რომელიც კომპანის გუნდმა გასვლაზე 3:0 მოიგო.
რეკორდმაისტერისთვის გოლები ჰარი კეინმა და ლუის დიასმა (2) გაიტანეს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი სწორედ დიასი გახდა (8.9).
სამწუხაროდ, მატჩის ბოლოსკენ ჰარი კეინმა ფეხზე დაზიანება მიიღო და მოედანი 85-ე წუთზე იძულებით დატოვა, მისი ადგილი კი ნიკო ჯექსონმა დაიკავა.
უახლესი ინფორმაციით, ჯერჯერობით სერიოზული არაფერი ჩანს და კომპანიმ კეინის შეცვლა უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით გადაწყვიტა.