დაუდასტურებელი ინფორმაციით, არის შანსი, რომ ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუმცა, შესაძლოა კლუბს ამის საჭიროება საერთოდ არ ჰქონდეს.
Gazetaexpress-მა ახლახანს მაიკ მენიოს ტრანსფერის შესახებ დაწერა, რომელიც მილანთან ახალ ხელშეკრულებას არ აფორმებს, რადგან კლუბთან ხელფასის თემას ვერ აგვარებს.
როგორც გამოცემა ამტკიცებს, ბაიერნი ზამთარშივე ეცდება ფრანგი მეკარის მილანიდან დამატებას და თავის მხრივ, იტალიურ გრანდშიც იაზრებენ, რომ მენიოს შენარჩუნება გაუჭირდებათ თუ მის სახელფასო მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.
მენიოს მილანთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მისი დამატება ზაფხულში უფასოდაც იქნება შესაძლებელი, ახლა კი ფრანგი კარის დარაჯის ფასი 25 მილიონი ევროა.