ბოლო პერიოდში ხმები დაირხა, რომ მანუელ ნოიერს ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივება და გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სურს.
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ნოიერი თავისი გადაწყვეტილების შესახებ საშობაოდ გამოაცხადებს და გვეცოდინება თუ რამდენად დარჩება მაღალ დონეზე სათამაშოდ ლეგენდარული მეკარე.
როგორც ვკითხულობთ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, იგრძნობს თუ არა ნოიერი თავს ჯანმრთელად და ექნება თუ არა საიმისო ფიზიკური მზადყოფნა, რომ დიდ გამოწვევებს შეეჭიდოს.
ამდენად, ყველაფერზე პასუხი დაახლოებით 2 თვეში გვეცოდინება. ამ მომენტისთვის ნოიერი თავს მშვენივრად გრძნობს და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ საკმაოდ დიდი შანსი იქნება იმისა, რომ ლეგენდამ წასვლა გადაიფიქროს.