გრავენბერხის სიტყვები გაიმეორა - პალინია ბაიერნში ცუდ პერიოდს იხსენებს

გრავენბერხის სიტყვები გაიმეორა - პალინია ბაიერნში ცუდ პერიოდს იხსენებს

ჟოაუ პალინია, რომელიც იჯარით ტოტენჰემშია წასული, მედიასთან საუბრისას ბაიერნში გატარებულ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ იმ შანსებს არ აძლევდნენ, რომლებსაც დანამდვილებით იმსახურებდა:

"ბოლო სეზონი ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან დავშავდი და იმდენი ხნით გამოვაკლდი გუნდს, ვიდრე ველოდი. ამის შემდეგ დამსახურებულ შანსებს აღარავინ მაძლევდა, რამაც ჩემს შემცირებულ სათამაშო დროზე იმოქმედა ეროვნულ ნაკრებშიც. ჩვენი კარიერა ფაზებად იყოფა და ახლა კარგ ფაზაში ვარ, რის გამოც ბედნიერი ვარ. ტოტენჰემში იმ შანსებს მაძლევენ, რომლებიც ბაიერნში არ მომცეს. აქ მწვრთნელი ბოლომდე მენდობა, ადამიანს კი ზუსტად იქ გსურს ყოფნა, სადაც გენდობიან", - ამბობს პალინია.

დაახლოებით მსგავსი რამ თქვა რაიან გრავენბერხმა ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, სადაც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა და გულშემატკივრებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა.


7-10-2025, 23:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2