OPTA-მ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების სია კიდევ ერთხელ განაახლა, სადაც ბაიერნს დიდი წინსვლა აქვს.
ცნობილმა სტატისტიკურმა ცენტრმა ბაიერნი ამჯერად მესამე პოზიციაზე დააყენა, მაშინ როცა დაახლოებით ერთი თვის წინ ვენსან კომპანის გუნდი მე-8 ადგილს იკავებდა.
ბაიერნმა პირველ ორ ტურში ორივე თამაში მოიგო და ექვსი ქულით პირველ პოზიციაზეა.
რაც შეეხება მთავარ ფავორიტს, OPTA-მ ეს სტატუსი ლონდონის არსენალს მიანიჭა, მეორე ადგილზე კი მოქმედი გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენია.