Bild-მა დაწერა, რომ ჰარი კეინის 65-მილიონიანი გამოსასყიდი პუნტქი 1 იანვარს ამოქმედდება და 31 რიცხვში დასრულდება, რა დროშიც ფეხბურთელი ინგლისიდან არაერთ წინადადებას მიიღებს.
როგორც ვკითხულობთ, ტოტენჰემი და სხვა ინგლისური კლუბები ეცდებიან, რომ იანვარში კეინის გამოსასყიდი გადაიხადონ და ფეხბურთელი სეზონის ბოლოს, ზაფხულში წაიყვანონ, რისგან თავის დასაცავადაც ბაიერნი მხოლოდ კეინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ იანვრის თვე უმოქმედოდ გაატაროს, შემდეგ კი კეინთან ხელშეკრულების განახლებაზე საუბარი აქტიურად დაიწყოს, მაგრამ მივა თუ არა აქამდე საქმე, ეს ცალკე საკითხია.
ბოლო დღეებში ჰარი კეინმა დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბაიერნთან ერთად.