კინგსლი კომანმა, რომელიც საუდის არაბეთში საკმაოდ მოულოდნელად წავიდა, სიჩუმე დაარღვია და დაასახელა რეალური მიზეზი თუ რატომ დატოვა მიუნხენის ბაიერნი.
ფრანგი ვინგერის თქმით, კლუბში არიან ადამიანები, რომლებსაც მისი წასვლა უნდოდათ, რამაც, კომანისვე თქმით, დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშა:
"ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ბოლოსკენ საქმე ძალიან გართულდა. არავის გავუგდივარ, თუმცა ფინანსური სიტუაციის გამო კლუბი მხარს უჭერდა ჩემი წასვლის გადაწყვეტილებას. მიყვარდა მწვრთნელი, ფანები და ბორდის ზოგიერთი წევრი, ყველა ნამდვილად არა. კლუბის ნაწილს ჩემი წასვლა ღიად უნდოდა, რამაც საბოლოოდ ჩემს გონებაში დიდი ადგილი დაიკავა..", - ამბობს კომანი.
რთული სათქმელია თუ ვის გულისხმობს კომანი, რადგან კანდიდატი არაერთია (ებერლი, ფროინდი, დრეესენი და სხვა), თუმცა ფეხბურთელი არც ისე კარგი განწყობით რომ ტოვებს კლუბს, ეს ფაქტია, რაც ფანებისთვის სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის.