როგორც მოგეხსენებათ, დუშან ვლაჰოვიჩი ერთ-ერთი მოწინავე ფეხბურთელია, რომლის დამატებასაც მიუნხენის ბაიერნი სეზონის დასრულების შემდეგ ეცდება.
აღნიშნულის შესახებ პირველად რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, ახლა კი ისიც ირკვევა, რომ იუვენტუსის სერბი თავდამსხმელი ბაიერნში ტრანსფერზე თანახმაა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ჯიბეში ვლაჰოვიჩის თანხმობა უკვე აქვს, მისი ტრანსფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჰარი კეინი თავის მომავალთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მის დამატებას სხვა კლუბებიც ეცდებიან.