Goal-მა შეისწავლა ბარსელონას ბოლო ფინანსური ანგარიში, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ კატალონიურ კლუბს ბაიერნის ვალი აქვს.
როგორც ვკითხულობთ, ბარსელონამ გერმანულ კლუბს 20 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, მიზეზი კი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი გახლავთ.
პოლონელი თავდამსხმელი ბაიერნიდან ბარსელონაში 2022 წელს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და როგორც ჩანს, ბაიერნს ჯერ მხოლოდ 25 მილიონი აქვს აღებული.