ხვალ გერმანიის ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს ეთამაშება და ისე გამოდის, რომ ფლორიან ვირცი უბრუნდება ერთადერთ ადგილს ამ მომენტისთვის, სადაც კარგად თამაში და გულშემატკივრების აღფრთოვანება შეუძლია.
იმაზე, რომ ვირცი ცუდ ფორმაშია და ლივერპულში რთული დრო უდგას, კომენტარი სერჟ გნაბრიმ გააკეთა:
"ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა თანაგუნდელს დავეხმაროთ, განსაკუთრებით კი იმას, ვისაც რთული პერიოდი უდგას. არავის აეჭვებს ვირცის შესაძლებლობები და არც თავად უნდა მოუვიდეს ეს. მიეცით ამ ბიჭს ცოტათი დრო, რადგან დიდი ტრანსფერი შედგა და დარწმუნებული ვარ, რომ თავისი უნარების გამოვლინებას შეძლებს", - თქვა გნაბრიმ.
არადა, ვირცს ბაიერნი რომ აერჩია, შესაძლოა გნაბრისგან ასეთი კომენტარის გაკეთება საჭირო არც გამხდარიყო..