2025/2026 წლების სეზონი რამდენიმე თავდამსხმელმა ძალიან მაღალ დონეზე დაიწყო და ეჭვი არაა, რომ ერთ-ერთ ასეთად ჰარი კეინიც უნდა მოვიაზროთ.
მიუნხენის ბაიერნის ფორვარდს ყველა ტურნირზე უკვე 18 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა შესრულებული, რაც ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკაა.
გარდა ამისა, ფანტასტიკურად იწყებენ კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი, ეს სამეული კი ხელოვნურმა ინტელექტმა 2026 წლის ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტებში დაასახელა.
პირველ პოზიციას მადრიდის რეალის ფრანგი ფორვარდი იკავებს, შემდეგ კი კეინი და ჰოლანდი მოდიან.