დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო რადარზე განსაკუთრებით ქუხს ორი სახელი, მარკ გეჰი და ნიკო შლოტერბეკი.
მიუხედავად იმისა, რომ მათი შესაძლო ტრანსფერების ხასიათი განსხვავებული იქნება, ბაიერნის ფანგვერდზე ჩატარდა გამოკითხვა თუ რომელს ანიჭებდა უშუალოდ გულშემატკივარი უპირატესობას.
საბოლოოდ ხმების უპირატესობით შლოტერბეკმა 58% მიიღო, მარკ გეჰიმ კი, - 42%.
უმეტესწილად ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ შლოტერბეკი ადგილობრივია, ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და ეროვნული ნაკრების მომავლადაც მოიაზრება.