ლიონის მალიკ ფოფანა, რომლის შეძენასაც მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ბაიერნი აქტიურად განიხილავდა, პირობას დებს, რომ ამ სეზონს მაღალ დონეზე ჩაატარებს.
ამის შესახებ განცხადებას ბელგიელი ვინგერის აგენტი, ფედერიკო პენია აკეთებს:
"სწორედ ამ სეზონში უნდა ფოფანას აჩვენოს მსოფლიოს თუ რა შეუძლია რეალურად, განსაკუთრებით კი ამას მუნდიალზე გეგმავს. თუ წარმატებული იქნება, მას ტოპ 10 კლუბში წასვლა ენდომება. ლივერპული, ბაიერნი, სიტი.. სწორედ ამ კალიბრის კლუბებს ეკუთვნის ის", - ამბობს პენია.
მალიკ ფოფანამ მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 7 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.