La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანიდან მაიკ მენიოს დასამატებლად ერთბაშად ბაიერნი, ლონდონის ჩელსი და იუვენტუსი იბრძვიან.
ფრანგ მეკარეს მილანურ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება და გადაწყვეტილება მასზეა თუ რომელ გუნდს აირჩევს სამომავლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ ალეგრიმ მენიო მილანში ცოტა ხნით დატოვა, მაინც მოსალოდნელია, რომ ფრანგმა მეკარემ კლუბი დატოვოს, ეს კი შესაძლოა ზამთარშიც მოხდეს, რათა მილანმა მასში ფულის აღება შეძლოს.
ამ მომენტისთვის მენიო 25 მილიონ ევროდაა შეფასებული, ბაიერნი კი მანუელ ნოიერის გზის გამგრძელებელს აქტიურად დაეძებს..