ამ წუთებში გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს შესარჩევში ლუქსემბურგს 2:0 ამარცხებს და სავარაუდოდ, ნაგელსმანის გუნდი საქმეს ბოლომდე მშვიდად მიიყვანს.
თავიდანვე სასტარტოში მოხვდა ფლორიან ვირცი, რომლის მიერ ჩატარებული პირველი ტაიმიც გერმანიის ფანებს არც ისე ძალიან მოეწონათ:
"ეს ბიჭი დადის, ფეხბურთის თამაში აღარ ახსოვს"
"ვირცი ამ ხელოსნებთანაც კი ვეღარ თამაშობს"
"ვიღაცამ შეახსენეთ, რომ მასში 150 მილიონია გადახდილი და ეზოში არ თამაშობს"
"არ ვიცი რა სჭირს, მაგრამ ძველი ვირცისგან ძალიან შორს არის", - წერენ ფანები.