ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ამ ეტაპზე დაიოტ უპამეკანო ბაიერნის წინადადებას თანხმობას არ აძლევს და ხელმძღვანელობას მოუწევს, რომ უკეთეს პირობებზე მოაწეროს ხელი.
თავის მხრივ, მაქს ებერლი ყველაფერს აკეთებს, რომ ფრანგი მცველი შეზღუდულ პირობებზე დაითანხმოს, თუმცა ამის შანსი ძალიან დაბალია.
ახლა ჯერი ბაიერნის ხელმძღვანელობაზეა, რომელმაც ებერლის უფლება უნდა მისცეს, რომ უპამეკანოს გაუმჯობესებული ხელშეკრულება შესთავაზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელის უფასოდ წასვლის შესაძლებლობა ძალიან გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ დაიოტ უპამეკანოს გაზრდილი ხელფასი და საკონტრაქტო სარგო სურს, რაც ამ მომენტისთვის ბაიერნის გეგმებში არ შედის.