TBR Football-მა დაწერა, რომ პარი სენ-ჟერმენი მომავალი სეზონისთვის ბაიერნიდან მაიკლ ოლისეს წაყვანას ეცდება, რომლითაც მხოლოდ ისინი არ არიან დაინტერესებულნი.
მსურველთა სიაში ლივერპულსაც ასახელებენ, სადაც მოჰამედ სალაჰს არც ისე კარგი პერიოდი უდგას, ოლისეს კი ინგლისში სწორედ ეგვიპტელი ფეხბურთელის გრძელვადიან შემცვლელად განიხილავენ.
თუმცა, უფრო სერიოზულადაა საქმე პსჟ-ში. როგორც წერენ, პსჟ-ის პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი თავადაა მონდომებული, რათა ოლისე საფრანგეთში დააბრუნოს.
სწორედ ამიტომ, ბაიერნს უნდა, რომ ოლისესთან ხელშეკრულება განაახლოს, სადაც მისი გამოსასყიდი საგრძნობლად გაიზრდება და კლუბსაც მისი შენარჩუნების მყარი გარანტიები ექნება.