როგორც გერმანულ მედიაში იწერება, დაიოტ უპამეკანოს სურვილია, რომ ბაიერნისგან 20-მილიონიანი ხელშეკრულება მიიღოს, თუმცა კლუბი ფეხბურთელს უფრო ნაკლებს სთავაზობს.
ირკვევა, რომ ბაიერნის წინადადება უპამეკანოს მოთხოვნებს 3 მილიონი ევროთი ჩამორჩება, რის გამოც ფეხბურთელი კლუბის ქცევით ღიად უკმაყოფილოა.
გარდა ხელფასის 5-მილიონიანი ზრდისა, უპამეკანოს საკონტრაქტო გადასახადიც სურს, ამაზე კი ბაიერნი საერთოდ არ არის თანახმა.
მოკლედ, ყველაფერი ისე მიდის, რომ უპამეკანო კლუბს მიზნობრივად ნელ-ნელა შორდება და შესაძლოა, მხარეების თანამშრომლობა ზამთარში დასრულდეს კიდეც.