ვენსან კომპანის, რომელიც ამ სეზონში ისედაც შესანიშნავად მუშაობს, როგორც დაიწერა, სამწვრთნელო საქმიანობაში ბაიერნის ყოფილი მცველი დაეხმარება.
საქმე ჟერომ ბოატენგს ეხემა, რომელმაც თავად ისაუბრა Bild-თან აღნიშნული საკითხის შესახებ:
"მე უკვე ვესაუბრე კომპანის. შემიძლია ბაიერნში სტაჟირება გავიარო, რასაც მოუთმენლად ველი. უბრალოდ, საამისოდ შესაფერისი დრო უნდა გამოვნახოთ", - ამბობს ბოატენგი.
37 წლის ჟერომ ბოატენგმა საფეხბურთო კარიერა 2025 წლის 19 სექტემბერს დაასრულა და როგორც ჩანს, სამწვრთნელო პროცესში ჩაბმა გერმანელს მალევე სურს.