ჟოაუ პალინია, რომელიც სეზონის ბოლომდე ლონდონის ტოტენჰემშია იჯარით წასული, ბაიერნში დაბრუნებას აღარ აპირებს და ინგლისში დარჩენა უნდა.
კონტრაქტის მიხედვით, ტოტენჰემს მისი გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვს, მხოლოდ ოფციის სახით კი "დეზებს" 25-30 მილიონი ევროს გადახდა შეუძლიათ.
თუ ბაიერნი ამ თანხას მიიღებს, მაშინ, სავარაუდოდ კლუბის ხელმძღვანელობა საქმეს მეტად აღარ ჩახლართავს და პორტუგალიელ ფეხბურთელს პერმანენტულად გაუშვებს.