17 წლის ლენარტ კარლი ითხოვდა, რომ ვენსან კომპანისგან მეტი სათამაშო დრო მიეღო, რასაც ბელგიელი მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელს უსრულებს კიდეც და მისგანაც ნდობა აშკარად მართლდება.
სწორედ ამიტომ, გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი 2008 წელს დაბადებულ მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გახდა!
ლენარტ კარლი აქამდე 1.5 მილიონ ევროდ ფასობდა, რის შემდეგაც მისი ღირებულება 1233.3%-ით გაიზარდა და ახლა მთელი 20 მილიონი ღირს.
ლენარტმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში სულ ხუთჯერ ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.