ხელოვნური ინტელექტი ასახელებს 3 მიზეზს, რის გამოც მიუნხენის ბაიერნი მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
1. ჰარი კეინის პიკი და შეტევის სტაბილურობა;
2. ძლიერი გერმანული ბირთვი და ტაქტიკური დისციპლინა;
3. კლუბის სტრუქტურა და მწვრთნელის კონსისტენტურობა.
სტატისტიკური გათვლებით, არის შანსი, რომ ჰარი კეინს 2025/2026 წლების სეზონი კარიერაში საუკეთესო ჰქონდეს, რაც ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან უნდა გამოადგეს. ინგლისელი ფეხბურთელი გოლს გოლზე იტანს და ფაქტია, რომ მისი პროდუქტიულობა ბაიერნის შედეგიანობაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რასაც სხვა შემტევების ფანტასტიკური თამაშიც ერთვის თან.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს გერმანულ ბირთვს და გუნდურ ქიმიას, რაც ბაიერნს სტაბილურობას სძენს. მათი ტაქტიკური დისციპლინა და ეროვნული გუნდის სტილთან სიახლოვე ხშირად აძლევს ბაიერნს უპირატესობას ევროპულ მატჩებში, რაც ტრადიციული სათამაშო ფილოსოფიის მინდორზე გადატანაში აისახება.
ასევე, ბაიერნი იშვიათად გადის ქაოსურ პერიოდებს. ფინანსურად და ორგანიზაციულად ბაიერნი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კლუბია, რაც დამაჯერებლობის კიდევ ერთ ფაქტორს ქმნის. ამას ემატება ისიც, რომ ვენსან კომპანი გუნდში თავის ფეხბურთს აყალიბებს და ბოლო პერიოდში აღნიშნულს იდეალურად აკეთებს, რაც ბაიერნს მთავარი ტურნირის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტად აქცევს.