ცნობილ ტრენდში, სადაც მოთამაშე ერთმანეთს ფეხბურთელებს ადრის, ამჯერად ბაიერნის თავდამსხმელი, ჰარი კეინი გამოიცადა.
ინგლისელ ფეხბურთელს ევალებოდა, რომ 8 ჩამოთვლილ ფორვარდში საუკეთესო თავდამსხმელი გამოერჩია, სადაც მონაწილეობას რონალდო, სუარესი, აგუერო, ზლატანი, ვან ბასტენი, გ.მიულერი, ბერგკამპი და კანტონა იღებდნენ.
კეინმა ფინალში საბოლოოდ ბრაზილიელი რონალდო და გერდ მიულერი გაიყვანა, საუკეთესოს წოდება კი ჰარიმ რონალდოს მიანიჭა.
"ის ძალიან მიყვარდა, ჩემი ფავორიტი თავდამსხმელი იყო", - თქვა კეინმა რონალდოზე.