"პირველ რიგში, ეს გვაძლევს მოტივაციას" - ვენსან კომპანი დორტმუნდთან მატჩის წინ

"პირველ რიგში, ეს გვაძლევს მოტივაციას" - ვენსან კომპანი დორტმუნდთან მატჩის წინ

18 ოქტომბერს ბაიერნი ბუნდესლიგაში დორტმუნდს უმასპინძლებს, იქამდე კი ვენსან კომპანის პრესკონფერენციას გთავაზობთ:

"პირველ რიგში, მოტივაციას ის გვიზრდის, რომ კლასიკერში ორი დაუმარცხებელი გუნდის ბრძოლა შედგება. მოუთმენლად ველით ამ თამაშს. მათ დიდი სტაბილურობა აჩვენეს, ჰყავთ მოთამაშეები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ გოლის გატანა, სერჰუ გირასი კი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გასატანად ბევრი შანსი არც სჭირდება."

"ასევე, დიდი გამოცდილება აქვთ ცენტრალურ მცველებში, ისევე როგორც ნახევარდაცვაში. იქ სხვადასხვა თვისებებია გაერთიანებული და დორტმუნდი საერთო ჯამში ძლიერი გუნდია. თუმცა, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ამ თამაშით ძალიან, ძალიან მონდომებულები ვართ. იმედია, ეს კარგი თამაში იქნება გულშემატკივრებისთვის და კარგი შედეგი ჩვენთვის", - თქვა კომპანიმ.


17-10-2025, 12:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2