მაქს ებერლიმ მედიასთან საუბრისას გაამხილა, რომ გასულ ზაფხულს მიუნხენგლადბახიდან ალასანე პლეას დამატება უნდოდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა.
საბოლოოდ ფრანგი ფორვარდი პსვ ეინდჰოვენში გადავიდა, არადა ებერლი თვლიდა, რომ მისი ხარისხისა და პროფილის ფეხბურთელი ბაიერნსაც ძალიან გამოადგებოდა:
"ჩემთვის ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ნამდვილად აქვს ის დონე, რაც ბაიერნის მსგავს კლუბში სათამაშოდ სჭირდება. მე უბრალოდ ვამბობდი, რომ იმ ხარისხით, რომელიც პლეას აქვს, მას ბაიერნში თამაში შეეძლო, თუმცა ტრანსფერი იმიტომ არ გამოვიდა, რომ ზედმეტად ბევრი "თუ" არსებობდა", - ამბობს ებერლი.
პლეა გლადბახში 2018 წლიდან თამაშობდა და 7 სეზონში ფეხბურთელმა 58 გოლი გაიტანა.