დღეს, 18 ოქტომბერს ბუნდესლიგაში სეზონის პირველი დელ კლასიკერი შედგება, რომელსაც მიუნხენის ბაიერნი და ალიანც არენა უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ვენსან კომპანის გუნდს დღევანდელ დაპირისპირებაში ერთბაშად რამდენიმე რეკორდის დაფიქსირება შეეძლება:
1. ბაიერნს ბუნდესლიგის საშინაო შეხვედრებში უკვე 465 წუთია გოლი არ გაუშვია, რა დროშიც გუნდმა კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა. თუ ბაიერნი გოლს მე-6 შეხვედრაშიც არ გაუშვებს, ასე გუნდი კლუბის რეკორდს გაიმეორებს, რომელიც 1998/1999 წლების სეზონშია დამყარებული ოტმარ ჰიცფელდთან ერთად.
2. ბაიერნმა ლიგის ბოლო 7 შეხვედრაში 3+ გოლი გაიტანა, მეტჯერ კი გუნდმა ამის გაკეთება 2005 წელს, ფელიქს მაგათთან ერთად შეძლო.
3. ბაიერნმა სეზონი 10-დან 10 გამარჯვებით დაიწყო, უკეთესი მაჩვენებელი კი მხოლოდ დორტმუნდს ჰქონდა 2015/2016 წლებში.