ბაიერნი და დორტმუნდი სეზონის პირველ კლასიკერს სულ რამდენიმე საათში გამართავენ, იქამდე კი მეტოქე გუნდის მეკარის, გრეგორ კობელის კომენტარს გთავაზობთ:
"როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არ მარცხდები, შემდეგ გუნდში კარგი ატმოსფეროს შექმნა ყოველთვის უფრო ადვილია. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატების მიღწევა სურთ. უბრალოდ, ასეთი აზროვნება და მენტალიტეტი უნდა გქონდეს. ამ მხრივ, ჩვენ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ. ვიცით თუ რა ხარისხი აქვს ბაიერნს, განსაკუთრებით კი შეტევაში, თუმცა ჩვენ მოგება გვინდა. ბაიერნთან მოსაგებად ზუსტად ისე გავალთ, როგორც სხვა დანარჩენ შეხვედრებში", - ამბობს კობელი.
ცნობისთვის, სეზონის საწყისი 9 შეხვედრიდან დორტმუნდს არცერთი არ წაუგია და ბაიერნს შეუძლია, რომ მთავარ კონკურენტს დღეს პირველი წაგება აგემოს.