Bild-ის ინფორმაციით, ბოლო კონტრაქტის განახლებისას კლუბში თვლიდნენ, რომ მანუელ ნოიერს გუნდი 2026 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინა, თუმცა ახლა ხელმძღვანელობის დამოკიდებულება შეცვლილია.
იქედან გამომდინარე, რომ ნოიერს ასაკი თითქმის არ ეტყობა და კვლავ უმაღლეს დონეზე გამოიყურება, ბაიერნში სერიოზულად განიხილავენ ლეგენდისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას.
ნოიერი უკვე 39 წლის არის და სავარაუდოდ, თუ კონტრაქტი განახლდება, მაშინ გერმანელი მეკარე გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება, ამ დროში კი სკაუტები მისი შემცვლელის ძიებას დაიწყებენ.