"კომპანი ჩემთვის ამიტომაა მაგალითი" - ილქაი გიუნდოგანი

"კომპანი ჩემთვის ამიტომაა მაგალითი" - ილქაი გიუნდოგანი

ილქაი გიუნდოგანი, რომელიც ვენსან კომპანის ყოფილი თანაგუნდელია, ბაიერნის მწვრთნელს აქებს და ამბობს, რომ ბელგიელი მისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს:

"ის ძალიან, ძალიან კარგად მუშაობს. ბაიერნში ყოფნის დროს მასთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი მქონდა. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად წარმოაჩენს თავს - მედიაში საკუთარი თავის გამოხატვის მანერით, გუნდზე საუბრისას, ასევე მეტოქეებზე და იმაზე, თუ როგორ თამაშობს მისი გუნდი ფეხბურთს. ეს კი მის სასარგებლოდ მეტყველებს. ეს პირადად ჩემთვის გასაკვირი არ არის, რადგან ვენსანს უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ და ჩემთვის ის საუკეთესო კაპიტანი იყო, ვინც კი ჩემს კარიერაში მყოლია."

"მას საკუთარი უნარებიდან გამომდინარე ყოველთვის შეეძლო, რომ საუკეთესო მწვრთნელი გამხდარიყო და ახლა ის შესანიშნავ გზაზეა, გზაზე, რომლის გავლაც შეიძლება მეც ვცადო ოდესმე. კომპანი ჩემთვის მაგალითია. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - ამბობს გიუნდოგანი.


20-10-2025, 12:54
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2