ამ მომენტისთვის ბრიუგესთან ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნს დანაკლისებში ალფონსო დევისი, ჯამალ მუსიალა, ჰიროკი იტო, იოსიპ სტანისიჩი და სერჟ გნაბრი უწერია, რის შესახებაც Bild-ს სიახლეები აქვს.
გამოცემის თქმით, სტანისიჩმა გუნდთან ერთად 20 წუთით ივარჯიშა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელი ლიგაზე სათამაშოდ მზად იყოს.
უკეთესი სიტუაციაა სერჟ გნაბრისთან დაკავშირებით. თუ ის ხვალ შეძლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს, მაშინ კომპანი სამატჩო განაცხადში შეიყვანს, თუმცა ამ მომენტისთვის, ეს სცენარი საეჭვოა.
ალფონსო დევისი და ჰიროკი იტო ვარჯიშს აგრძელებენ და მათი დაბრუნების თარიღიც ნელ-ნელა ახლოვდება, ყველაზე შორს კი თამაშის განახლებასთან ჯამალ მუსიალაა, რომელზეც ელიან, რომ მინდორზე წლის ბოლოსკენ დაბრუნდება.