ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგეს უმასპინძლებს და ეცდება, რომ კიდევ ერთი შეხვედრა მოიგოს.
მატჩის წინ საკმაოდ თავდაჯერებულია ბრიუგეს ბერძენი ფორვარდი, ხრისტოს ცოლისი:
"ვნახავთ თუ რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. რთული იქნება, მაგრამ ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ. შარშანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კარგები ვიყავით, ამიტომ თავდაჯერებულები ვართ. კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და თვითრწმენა გვქონდეს ბურთთან ერთადაც. ჩვენ სახიფათოები ვიქნებით კონტრშეტევებზე და პირველებსაც კი შეგვიძლია რომ გავიტანოთ", - ამბობს ცოლისი.