გუშინდელ შეხვედრაში ბრიუგეს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური MVP ლენარტ კარლი გახდა, რომელმაც ჩინებული გოლი გაიტანა და გაცემული ნდობა კიდევ ერთხელ გაამართლა.
მატჩის შემდეგ დაიწყეს იმაზე მსჯელობა თუ რამდენად უნდა მისცენ ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რასაც ჰარი კეინი გამოეხმაურა:
"ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას არ ეშინია, რომ დრიბლინგზე წავიდეს. კარლი ბევრს მუშაობს და დიდი მომავალიც ელის. თუ ლენარტი ასე გააგრძელებს და ცოტა უფრო მეტს ითამაშებს, მაშინ მსოფლიოზე გამგზავრების შანსი ექნება", - ამბობს კეინი.
17 წლის ლენარტ კარლს ახალ სეზონში უკვე გოლიც აქვს გატანილი და საგოლე პასიც გაკეთებული, წინ კი კიდევ უფრო მეტი და მეტი გველის..