"ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს ნელა" - ჯამალ მუსიალა თავის დაბრუნებაზე ალაპარაკდა

"ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს ნელა" - ჯამალ მუსიალა თავის დაბრუნებაზე ალაპარაკდა

ჯამალ მუსიალამ დღეს მინდორზე ვარჯიში განაახლა, რის შემდეგაც ბაიერნის ახალგაზრდა ვარსკვლავმა კომენტარი დაბრუნებაზეც გააკეთა:

"მოედანზე დაბრუნება ძალიან კარგი იყო. თავი კარგად ვიგრძენი და ფეხიც კარგად მქონდა. რამდენიმე კვირის წინ, პირველი ნახტომი გავაკეთე, შემდეგ სარბენი ბილიკი, ახლა კი მოედანზე დაბრუნება, ეს შესანიშნავია. ყოველკვირა ახალ ნაბიჯს ვდგამ წინ. ახლა მიზანი ისაა, რომ კვლავ შევეჩვიო სირბილს, პასის კეთებასა და დარტყმას. საჩქარო არაფერია. მინდა, რომ 100%-ით მზად დავბრუნდე, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს ნელა", - ამბობს მუსიალა.

როგორც გამოცემები ვარაუდობენ, ჯამალ მუსიალა ბაიერნს მიმდინარე წლის ბოლოსკენ უნდა დაუბრუნდეს.


23-10-2025, 16:51
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2