ვენსან კომპანიმ ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა, რაც მისი მხრიდან დამაჯერებელმა და სტაბილურმა შედეგემა განაპირობა.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ერთი ფაქტი, რამაც, შესაძლოა ბაიერნის გადაწყვეტილება სარისკოდ წარმოაჩინოს.
საქმე ისაა, რომ ოლისეს მსგავსად ახალ კონტრაქტში კომპანის გამოსასყიდი საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, არც კლუბს ექნება ვალდებულება, რომ წინადადების არსებობის შემთხვევაში კომპანისთან თანამშრომლობა დაასრულოს.
გარდა ამისა, იმასაც წერენ, რომ ბელგიელისთვის ასეთი ნდობის გამოცხადება ნაადრევი იყო და ხელშეკრულების განახლებაზე საუბარი სეზონის ბოლოს უფრო ლოგიკური იქნებოდა.
ბაიერნს სეზონის პირველი და სერიოზული გამოცდა 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ელის, სადაც კომპანის შედეგებს ყველა გამადიდებელი შუშით დააკვირდება.