Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი არ აპირებს, რომ ლენარტ კარლი სანაკრებო მატჩებისთვის გაათავისუფლოს, რადგან კომპანი ფეხბურთელს გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს.
საქმე 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს ეხება, რომელიც 3 ნოემბერს დაიწყება და 27 რიცხვის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ ტურნირზე ბაიერნი უისდომ მაიკს გაუშვებს, რომელიც ნაკრებთან ერთად 2 ნოემბერს გაფრინდება, ლენარტ კარლი კი ბაიერნში დარჩება და როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურნირებისთვის მოემზადება.