17 წლის ლენარტ კარლით, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგეს წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, არიენ რობენი აღფრთოვანებულია.
ბაიერნის ლეგენდამ ახალგაზრდა მოთამაშეს რჩევებიც მისცა:
"ლენარტ კარლი იმსახურებს ქებას. ის ბრიუგეს წინააღმდეგ შესანიშნავი იყო. ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შემდეგ თამაშზე გაამახვილო ყურადღება. ყოველდღე უნდა იმუშავო საკუთარ თავზე და არ იფიქრო, რომ ყველაფერი კარგად არის და მორჩა. ვარჯიშზე უნდა განაგრძო ბრძოლა და არ იყო თვითკმაყოფილი. ეს არის განსხვავება, სწორედ ამიტომ რჩებიან კარგი მოთამაშეები ამდენ ხანს მწვერვალზე. ერთია ამ ნიშნულამდე მიღწევა, მაგრამ სხვა რამ არის მწვერვალზე დარჩენა", - ამბობს რობენი.