როგორც იცით, ბაიერნის ხელმძღვანელობამ ვენსან კომპანის კლუბთან დადებული ხელშეკრულება 2029 წლამდე ოფიციალურად გაუხანგრძლივა.
მოგვიანებით, კომპანიმ თქვა, რომ ჟურნალისტებზე მეტად გაოცებული თავად დარჩა, რადგან ახლა ამაზე არ ფიქრობდა. გარდა ამისა, ვენსანმა ისიც აღნიშნა, რომ ბაიერნს ყოველგვარი მოლაპარაკების სწრაფად და სპეკულაციების გარეშე მოგვარება სთხოვა, რათა არსებული ფოკუსი არ დაკარგულიყო, რაც კლუბმა უსიტყვოდ შეასრულა:
"კონტრაქტის შემოთავაზების დროზე არც მიფიქრია. თამაშების გარჩევაში ვიყავი და წინადადება მოვიდა, შემდეგ კი ვითხოვე, რომ ყველაფერი მალევე მოგვეწესრიგებინა, რათა ყურადღება არ გაფანტულიყო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არ გამართულიყო ხანგრძლივი დისკუსიები და არ დაწყებულიყო სპეკულაციები, მხოლოდ სწრაფი პასუხები მსურდა", - თქვა კომპანიმ.