გუშინ 17 წლის ლენარტ კარლმა კიდევ ერთი მშვენიერი გოლი გაიტანა, ამჯერად ბუნდესლიგაში გლადბახის წინააღმდეგ, მატჩის შემდეგ კი ვენსან კომპანიმ ახალგაზრდა ტალანტზე ისაუბრა:
"როდესაც დიდი აჟიოტაჟია, რაც ნორმალურია ისეთი კლუბისთვის, როგორიც ბაიერნია, მთავარია მშვიდი გარემოცვა გყავდეს და განაგრძო მუშაობა. თუ იქნება კრიტიკა, მან ისევ უნდა განაგრძოს მუშაობა, რის შემდეგაც ლენისთვის ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ ლენარტ კარლმა სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა. 17 წლის ფეხბურთელმა ბრიუგეს კარი კიდევ ერთი ფანტასტიკური დარტყმით აიღო.