გერმანიაში ჩაატარეს გამოკითხვა ბაიერნის გულშემატკივრებში, სადაც მათ უნდა დაესახელებინათ გუნდში ისეთი პოზიცია, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს გამოკითხვას.
გამოკითხულთა 80%-მა პასუხად ცენტრალური მცველის პოზიცია დაასახელა, სადაც ისედაც არის მიმართული ბაიერნის სატრანსფერო ისრები, კანდიდატებად კი მარკ გეჰი და ნიკო შლოტერბეკი სახელდებიან.
დარჩენილმა ნაწილმა ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია დაასახელა, მეტწილად ლეონ გორეცკას შემცვლელად, რომელიც დარჩება თუ არა ბაიერნში კიდევ რამდენიმე წლით, ეს არავინ არ იცის.
ცენტრალური მცველი - 80%
ცენტრალური ნახევარმცველი - 15%
მეკარე - 5%